რუსთავი

რუსთავი — თვითმმართველი ქალაქი, ქვემო ქართლის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი 1948 წლის 19 იანვრიდან. მდებარეობს ქვემო ქართლის ვაკეზე, მდინარე მტკვრის ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 370 მ სიმაღლეზე. რუსთავი თბილისის აგლომერაციაში მყოფი ქალაქებიდან უდიდესია. თბილისსა და რუსთავს შორის უმოკლესი მანძილია 7,66 კილომეტრი. ქალაქის ტერიტორია 60 კვ. კმ-ს შეადგენს, მოსახლეობა 138 ათასი. რუსთავი საქართველოს უმთავრესი სამრეწველო ქალაქია თბილისის შემდეგ.

გეოგრაფიული ცნობები

რუსთავი ქვემო ქართლის მხარის ყველაზე მსხვილი ქალაქია და მდებარეობს 41,5º განედსა და 41,5º გრძედზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 350 მეტრზე. მას უკავია 6060 ჰექტარი უნაყოფო სტეპის ტერიტორიათბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 27 კილომეტრ მანძილზე. სამხრეთიდან და დასავლეთიდან რუსთავს ესაზღვრება იაღლუჯისა და ჩათმის მთები, ხოლო აღმოსავლეთით გარდაბნისა და ფონიჭალის ველები. მას ორ ნაწილად ჰყოფს მდინარე მტკვარი (მარჯვენა და მარცხენა სანაპირო; ძველი და ახალი რუსთავი).

რუსთავზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზა — ს 4 „თბილისი-წითელი ხიდი (აზერბაიჯანის საზღვარი)“,რომელსაც ასევე ემთხვევა ევროპის ავტომაგისტრალი E60 სიგრძე 28 კმ (ყოფილი აბრეშუმის გზა)

ისტორია

რუსთავის ტერიტორიაზე ადამინი ჯერ კიდევ შუა ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. ამას ადასტურებს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი თიხის წითლად გამომწვარი და შავი საღებავით მოხატული ჭურჭელი.

უფრო დიდი დასახლებები ჩნდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში. არქეოლოგიური გათხრების შედეგად დაფიქსირდა ამ პერიოდის რამდენიმე მსხვილი დასახლება. რკინისა და ბრინჯაოს ხანაში რუსთაველებს მოჰყავდათ ხორბალი, ქერი, ბოსტნეული, მისდევდნენ მევენახეობას, მესაქონლეობას, მიწათმოქმედებას. განვითარებული იყო მეთუნეობა. განსაკუთრებით დახელოვნებულნი იყვნენ ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიაში

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98

Continue reading

Advertisements

ქართლი

ქართლი საქართველოს ცენტრალური რეგიონია ქვეყნის აღმოსავლეთში. ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი (შიდა ქართლი, მხარე მტკვრის შუა დინებაზე) და ქვენა სოფელი (ქვემო ქართლი, მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე).

ქართლის ტერიტორია ძვ. წ. IV ს. იბერიის სამეფოში შედიოდა. იბერიის ანუ ქართლის სამეფო შეიქმნა ძვ. წ. IV- ახ. წ. V ს. აღმოსავლეთ საქართველოში. ძვ. წ. III ს. დასაწყისში იბერიის სამეფოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა (“მცხეთის მამასახლისების” საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომლის დროსაც იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია. ფარნავაზმა ქართლის დედაქალაქად მცხეთა გამოაცხადა. ქართლის სამეფო როგორც ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად მეტად ძლიერი, ხოლო კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა იყო. ძვ. წ. 65 ქართლი დალაშქრა პომპეუსმა. I-II სს. ქართლი კვლავ გაძლიერდა და IIს. 30-50-იან წლებში, ფარსმან-II-ის მეფობის დროს ქართლის სამეფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. IV საუკუნეში ქართლში ვრცელდება ქრისტიანული რელიგია.

V საუკუნის ბოლოდან იწყება ქართლის საუკუნოვანი ბრძოლა ირანის აგრესიის წინააღმდეგ. ამ დროს ქართლის მეფე იყო ვახტანგ გორგასალი. მან დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. VII-IX სს. ქართლში არაბები ბატონობდნენ. Xს. ქართლი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ცენტრი გახდა, ხოლო XV-XVIII სს. ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო, რომელიც 1801 წლამდე არსებობდა.

შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით – არაგვით, ჩრდილოეთით – კავკასიონით, დასავლეთით – ლიხის ქედით, სამხრეთით თრიალეთის ქედით.

ღირსშესანიშნაობები:
კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე,
გორის ციხე,
ატენის სიონის ეკლესია (VII ს.),
ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი (XII-XIII სს.),
სამთავისის ტაძარი (XI ს.),
წრომის ტაძარი,
ბულბულის ციხე,
რუისის ღვთისმშობლის ხუროთმოძღვრული კომპლექსი,
სამწევრისის ციხე-დარბაზის კომპლექსი,

მუზეუმები:
ი.გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი,
ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი (ლამისყანა),
სტალინის სახლ-მუზეუმი,

” შიდა ქართლის მხარე ”

შიდა ქართლი – მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინცია შიდა ქართლის ცენტრალურ ნაწილს. რეგიონის საერთაშორისო კოდია: GE-SK. მხარის ჩრდილოეთი ნაწილი მოიცავს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დიდ ნაწილს, რომლის ავტონომიის სტატუსი გაუქმებულ იქნა საქართველოს სსრ კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, რასაც კონფლიქტი და მთავრობის მიერ ამ რეგიონზე კონტროლის დაკარგვა მოჰყვა. შიდა ქართლის მხარე ში მხარეში შედის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემდეგი ადმინისტრაციულ–ტერიტორიული ერთეულები:

/ზოგადი ცნობები/

  • ტერიტორიის ფართობი _ 6200 კვ.კმ (მათ შორის ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშაა

4807 კვ.კმ)

  • ადმინისტრაციული ცენტრი – ქ. გორი
  • მანძილი ადმინისტრაციულ ცენტრსა და თბილისს შორის – 75კმ.
  • კლიმატი – მხარის კლიმატი კონტინენტურია, საშუალო წლიური ტემპერატურაა დაახლოებით 11 C0,

შესაძლებელი მაქსიმუმია 42 C0, ხოლო შესაძლებელი მინიმუმი -32 C0. ქარის ენერგეტიკული რესურსი (1000 კვტ/სთ 1 კმ2-ზე) _ 1000-1500. ნალექების რაოდენობა წელიწადში საშუალოდ 500 მმ-ია, მაქსიმუმი – 760 მმ, მინიმუმი 330 მმ.

  • წყლის ძირითადი არტერიები – მხარის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები: მტკვარი, დიდი და პატარა

ლიახვიმეჯუდატანაქსანითორთლათეძამიჭარებულალეხურასურამულაფრონეძამა და სხვა. ასევე შიდა ქართლში მოედინება ბუნებრივი სამკურნალო წყლები და სუფთა წყაროს წყლები.

მხარის იმ ნაწილში, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, 373 დასახლებული პუნქტია, მათ შორის:

 

ადგილობრივი მმართველობა

შიდა ქართლში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით: გორის მუნიციპალიტეტი; კასპის მუნიციპალიტეტი; ქარელის მუნიციპალიტეტი; ხაშურის მუნიციპალიტეტი; ერედვის მუნიციპალიტეტი; ქურთის მუნიციპალიტეტი; თიღვის მუნიციპალიტეტი.

მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: ქალაქის მერია – 1, რაიონის გამგეობა – 3, სადაბო საკრებულო – 2, სოფლის საკრებულო – 65 (მათ შორის ერედვისა და ქურთის საკრებულოები). საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ჯავის რაიონის 8, ყოფილი ყორნისის რაიონის 5 და ყოფილი ცხინვალის რაიონის 6 საკრებულოზე. მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული. ამ თანამდებობაზე, რომელიც შემოღებულ იქნა 1995 წლის მარტში, დღემდე მუშაობდნენ:

ღირშესანიშნაობები

მხარის ტერიტორიაზე მდებარეობს ბუნების, არქიტექტურისა და კულტურის მრავალი ძეგლი, მათ შორის უმნიშვნელოვანესია: